
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილე ანსამბლი „უბისი“ და მისი ქორეოგრაფები დაჯილდოვდნენ.
„უბისს“ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურეატის დიპლომი გადაეცა, ხოლო ანმსაბლის ხელმძღვანელებს, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „წლის ამაგდარი ხელოვანის“ წოდება მიენიჭათ.
„ეს ტრადიციული ფესტივალი ყოველი წლის ბოლოს იმართება და ერთგვარი შეჯამებაა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ანსამბლების საქმიანობის, – ამბობს „უბისის“ ხელმძღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი, – წელს ეს ფესტივალი მცხეთაში ჩატარდა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ძალიან გახარებულები ვართ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია, ეს ფესტივალი ვერ მოეწყო. პანდემიამ ყველაფერზე უარყოფითად იმოქმედა. თუმცა, თანდათან ფორმაში ვდგებით“.
2023 წლის აგვისტოს დასაწყისში „უბისი“ ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა საბერძნეთში ფესტივალზე მიიწვია. ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა იქნება საჭირო ამ ფესტივალში მონაწილეობისთვის.
„უბისი“ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან მოქმედი ანსამბლია. შეძლებს თუ არა ეს ცენტრი „უბისის“ საბერძნეთის ფესტივალში მონაწილეობის დაფინანსებას, – ამ შეკითხვით ამ ცენტრის დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.
მისი ინფორმაციით, „უბისი“ სხვა ქვეყნების ფესტივალებზეც მიიწვიეს. „ყველა ფესტივალის დებულებებს რომ გადავხედავთ, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ერთ-ერთ მაღალი დონის ფესტივალში „უბისის“ მონაწილეობას აუცილებლად დავაფინანსებთ“.
ნინო კაპანაძე
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.