ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფ „ნერგების“ (აღმზრდელები ია თაბუკაშვილი, ია შარიქაძე, აღმზრდელის თანაშემწე ლალი სვანიძე) აღსაზრდელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაზე მშობლების დახმარებით პატარებმა ნაძვის ხის მოსართავები გააფერადეს და თოვლის ბაბუას საახალწო სურვილები მისწერეს.
„ახალი წელი ბავშვებისათვის განსაკუთრებით საყვარელი დღესასწაულია. ამიტომ ვცდილობ, მათ ეს პერიოდი კიდევ უფრო გავულამაზო, – ამბობს ჯგუფ „ნერგების“ აღმზრდელი ია თაბუკაშვილი, – ჩემმა აღსაზრდელებმა საახალწლო აქსესუარები ჯერ სახლში მამიკოებისა და ბებია-ბაბუების დახმარებით დაამზადეს, დღევანდელ ღონისძიებაში კი პატარების დედიკოები ჩაერთვნენ“.
„საბავშო ბაღის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მასში ყველა ჯგუფის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა და ყველამ ერთად იხალისა. ია მასწავლებლის ინიციატივით, დღევანდელ ღონისძიებაში მშობლებიც ჩავერთეთ. ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. მადლობა ია მასწავლებელს და მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს დახმარებისა და ხელშეწყობისათვის“, – ამბობს მშობელი თიკო გობიანი.
ღონისძიების ბოლოს აღსაზრდელებმა, თოვლის ბაბუასა და მშობლებთან ერთად, საახალწლო სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი