ხარაგაულის კინოთეატრში სამოყვარულო ფილმების კონკურსის „ჩემი იმერეთი“ დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა.

კონკურსის მხარდამჭერები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

კონკურსის ორგანიზატორის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, კონკურსში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები მონაწილეობდნენ. ფინალურ ეტაპზე თერთმეტი ფილმი გადავიდა:

ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელ ლელა ბარბაქაძის იდეის მიხედვით გადაღებული ფილმი „აქ ემღერება გულს“;

ოთარ მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი „ჩემი წყალტუბო“;

ბორის საჯარო სკოლის მასწავლებელ ქეთევან ღონღაძის ფილმი „ჩემი იმერეთი“ (ფილმი გადაიღეს ბორის სკოლის მოსწავლეებმა);

ფილმზე „იმერეთი“ მუშაობდა ვანო ჭიპაშვილი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეების – ემზო და ზურა აბჟანდაძეების ფილმი „ძევრი – იმერეთის პატარა სამოთხე“;

ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეების ფილმი „ეს ჩვენი კუთხე“;

ანა ბლუაშვილის ფილმი „სტარში სერჟანტ ბლუაშვილი“;

ხონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების – თენგო ლაითაძისა და ალექსანდრე უგულავას ფილმი „ოცნება ხდება“;

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-9 კალსის მოსწავლეების ბერიკა ებანოიძისა და გოგა აბაშიძის ფილმი „ციხის ყელი“;

თამარ ავალიშვილის ფილმი „გაცოცხლებული ფოტო“;

მამუკა ჭიპაშვილის იდეის მიხედვით გადაღებული ფილმი „ის, რასაც ვერ მოშლი“.

სამოყვარულო ფილმების კონკურსს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით: გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე, საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, კულტურის ცენტრის უფროსი ვასილ კიკნაძე.

ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში „მომავლის მსახიობი“ გაიმარჯვეს ნიკოლოზ ჭიპაშვილმა და ალექსანდრე უგულავამ;

საუკეთესო მსახიობური შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ მაჭავარიანი და ლუიზა კიკნაძე;

ნომინაციაში „საუკეთესო ოპერატორი“ გამარჯვებულია ლაშა ნიქაბაძე;

ნომინაციაში „საუკეთესო სიუჟეტი“ დასახელდა თამარ ავალიშვილი;

კონკურსის საუკეთესო ფილმად დასახელდა „ის, რასაც ვერ მოშლი“.

ბორის საჯარო სკოლის მიერ შექმნილ ფილმში „ჩემი იმერეთი“ მონაწილეობისათვის „რაიონის მეგობარის“ პრიზით დაჯილდოვდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე ელიზაბედ ბერთლერი.

ნინო კაპანაძე

kinofestivali (4) kinofestivali (3) kinofestivali (2)