24 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს წევრი მანანა ქველიაშვილი, სარევიზიო კომისიის წევრი მარიკა დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.
საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2022 წლის გამარჯვებულებიც.
საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.
საბჭოს წევრები გახდნენ:
თბილისის კვოტით – თათია ხალიანი (პუბლიკა)
რეგიონების კვოტით – ვლადიმერ ჩხიტუნიძე (რადიო მარნეული), საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი – თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა თამარ რუხაძემ, რომელიც ირმა ზოიძემ შეცვალა. ზვიად ქორიძეს, ნათია ზოიძეს და ნინა ხელაძეს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.
საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ქარტიის წევრებმა დღეს სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:
დღის ბოლოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც ქარტიის წევრებმა მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევაზე ისაუბრეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი