მეორე თვეა, რაც ხარაგაულელი ლიზი კიკნაძე ქალაქ ხარკოვის კარაზინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.
ლიზის გადაწყვეტილებას, რომ ხარკოვში ესწავლა, მშობლებმა, – მთვარისა კიკნაველიძემ და ვასიკო კიკნაძემ მხარი დაუჭირეს.
„ლიზიკო ხარკოვში ბიძამისის, სერგო კიკნაძის ოჯახში იმ დროს ჩავიდა, როცა უმცროსი ბიძაშვილი თაზო, სტუდენტი იყო, – გვიამბობს ლიზის დედა მთვარისა, – თაზოს ის უნივერსიტეტში წაუყვანია. ლიზიკოს იმდენად მოწონებია გარემო, სახლში დაბრუნებულს უთქვამს, ნეტა ასეთ უნივერსიტეტში ვისწავლოო.
სერგოს მეუღლეს, მადონა კაპანაძეს, ლიზის ეს სიტყვები სულ ახსოვდა და სურვილის ასრულებაში ხელი შეუწყო.
უკრაინაში მიმდინარე ომს არ შევუშინდით. ლიზიკომ გამოცდებამდე გასაუბრება გაიარა და შემდეგ გამოცდებში კარგი შედეგი მიიღო.
იმედიანად ვართ, – როგორც კი ომი დასრულდება და სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდება, ლიზი ხარკოვში წავა. უზომოდ უყვარს ბიძა, ბიცოლა და ბიძაშვილები. ვიცი, ჩემ შვილს მადონას გვერდით არაფერი გაუჭირდება.
ის დროც მალე დადგება, უკრაინა რომ გაიმარჯვებს და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება“
ლიზი კიკნაძე ახლა ონლაინლექციებს ესწრება. გამოცდებიც დისტანციურად ჩააბარა უკრაინულ ენაში, მათემატიკასა და გეოგრაფიაში.
„ხარკოვში ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, – ამბობს ლიზი კიკნაძე, – ეს უნივერსიტეტი უკრაინის უნივერსიტეტების რეიტინგში მეორე ადგილზეა. კარაზინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნობელის პრემიის სამმა ლაურეატმა ილია მეჩნიკოვმა, საიმონ კუზნეცოვმა და ლევ ლანდაუმ დაამთავრეს.
მისაღები გამოცდების დროს ჩემს მიმართ ყველა პოზიტიურად განეწყო. ერთ-ერთ გამოცდაზე ფაკულტეტის დეკანი გვესწრებოდა. უბედნიერესი ვიყავი, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორისგან ხელმოწერილი ბრძანება რომ მივიღე. დანარჩენი სასიხარულო ემოციები წინ მაქვს, ჯგუფელებსა და ლექტორებს პირისპირ რომ შევხდები.
დარწმუნებული ვარ, მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება და 2023 წლიდან სწავლას აუდიტორიებში გავაგრძელებ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი