გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN მოგვიწოდებს, რომ საახალწლოდ ფეიერვერკი არ გამოვიყენოთ.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
ფეიერვერკების გამოყენებით შენ ხელს უწყობ ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. მათი გამოყენების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ტოქსიკურია როგორც ადამიანებისთვის, ისე ფრინველებისთვისა და ცხოველებისთვის.
ფეიერვერკების სადღესასწაულო ფერები სახიფათო ქიმიური და ფიზიკური პროცესების შედეგია, რაც მეტალის ნაერთებისა (მარილების) და ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერებების მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას ნიშნავს.
მყარი ნაწილაკების ასეთი რაოდენობით ჰაერში გაფრქვევა გრძელ ვადაში ჩვენს ჯანმრთელობაზე სახიფათოდ მოქმედებს. გაფრქვეული მყარი ნაწილაკები დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან ატმოსფეროში და რესპირატორულ და გულსისხლძარღვთა პრობლემებს იწვევენ.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს პერქლორატებს, რომლებიც წყლის – სასმელი, მდინარეებისა და ტბების დაბინძურების წყარო ხდება.
პერქლორატის მარილები ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე.
არ გამოიყენო ფეიერვერკი, გაუფრთხილდი გარემოს!
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი