ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო დასამტკიცებლად 21 დეკემბერს 11:00 საათზე განიხილავს.
„ბიუჯეტის პროექტში შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ საკრებულოს წევრების შენიშვნები, – ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, – 2023 წლის ბიუჯეტი დაძაბული იქნება. ყოველთვის ასეა, როცა შემოსავლები ხარჯებს აღემატება.
საბანი როგორც გაგწვდება, ფეხი ისე უნდა გაშალოო, – ნათქვამია და ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლების 90%-ს ცენტრალური ბიუჯეტიდან ვღებულობთ, 10%, საკუთარი შემოსავლები, მცირეა და მისი მიღებაც ძალიან გვიჭირს.
მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 12 733 000 ლარით დავგეგმეთ, ხოლო ხარჯები – 14 180 000 ლარით. ამ სხვაობის დაბალანსებას საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთიდან ვგეგმავთ“.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე დეპუტატებისგან გამოთქმულ შენიშვნებზე ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დღეს, 19 დეკემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილ პარამეტრებთან შედარებით გაიზარდა 379.3 ათასი ლარით და განისაზღვრა 12 733,0 ათასი ლარით (პირველ ვარიანტით შემოსულობები იყო 12 353,7 ათასი ლარი). აქედან:
შემოსულობების გაზრდა იძლევა საკრებულოს შენიშვნების მაქსიმალურად გათვალისწინების შესაძლებლობას. კერძოდ,
– 10 ათასი ლარით იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების თანადაფინანსება;
– ნაგვის ბუნკერების შესაძენად დამატებით 15,0 ათასი ლარი გამოიყოფა, ხოლო 25,0 ათასი ლარი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების შიდა რესურსებიდან გამოიძებნება;
– სათნოების სახლს დამატებით გამოეყოფა 5,0 ათასი ლარი;
-მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯები 60,0 ათასი ლარით გაიზრდება;
– 2023 წელს კვლავ გაგრძელდება უსინათლოთა სწავლების პროგრამა, რომლისთვისაც დამატებით გამოიყოფა 12,0 ათასი ლარი და 15,0 ათასი ლარი კულტურისა და ხელოვნების ცენტრს დამატებით მიეცემა კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად;
– ოჯახებს, რომელთაც აქვთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, გაეწევათ დახმარება „სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების“ ქვეპროგრამიდან და ამ პროგრამის დაფინანსება 20,0 ათასი ლარით გაიზრდება;
– წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო დაფინანსებას, ფინანსურად წახალისდებიან. ამ მიზნით 2023 წლის ბიუჯეტში 5,0 ათასი ლარი დაიგეგმება;
– რელიგიის დაფინანსების ხარჯები იზრდება 20,0 ათასი ლარით;
– სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხარჯები იზრდება 150,0 ათასი ლარით.
– C ჰეპატიტის სკრინინგის განსახორციელებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დამატებით გამოეყოფა 3,0 ათასი ლარი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მერიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გაიზარდოს:
– საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის თანხა 5,0 ათასი ლარით, სკოლების რეაბილიტაციის – 5,0 ათასი ლარით;
– სპორტული ღონისძიებების – 5,0 ათასი ლარით;
– ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 40,3 ათასი ლარით და მარტოხელა მშობლების დახმარება 9,0 ათასი ლარით.
ამავე თემაზე
ხარაგაულის თვითმმართველობა წარმატებული სტუდენტების წახალისებას აპირებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი