ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში 5 ათასი ლარი სტუდენტების წახალისებისთვის დაიგეგმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იან გრანტს მოიპოვებენ, ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ, 70%-იანი გრანტის მფლობელები – 400 ლარს, ხოლო 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 300 ლარს.
სტუდენტების წახალისების ეს წესი საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თორნიკე ავალიშვილს საკმარისად არ მიაჩნია. მისი თქმით, უმჯობესია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურად სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავეხმაროთ.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო სტუდენტებს 28 უფასო ფაკულტეტს სთავაზობს. ამავე დროს სწავლის გადასახადისთვის მოქმედებს შეღავათები შეჭირვებული, მრავალშვილიანი და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისთვის. მისივე თქმით, სტატუსშეჩერებულ ყველა სტუდენტს სწავლა უსახსრობის გამო არ შეუწყვეტია – ზოგი უცხოეთში წავიდა, ზოგს ის ფაკულტეტი არ მოეწონა, სადაც ჩაირიცხა და სხვ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ყოველწლიურად 100-მდე აბიტურიენტი სტუდენტი ხდება. მათგან, სავარაუდოდ, 80-მდე სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის გადახდა უწევს.
„სწორედ ეს უნდა დავითვალოთ ზუსტად, ვის შეუჩერდა სტუდენტობა ფულის გადაუხდელობის გამო. იქნებ მათი რიცხვი არც ისე დიდია და შევეშველოთ თანხის გადახდაში“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
ამ საკითხზე ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს წევრებმა დღეს, 19 დეკემბერს იმსჯელეს. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო დასამტკიცებლად 21 დეკემბერს 11:00 საათზე განიხილავს.
ამავე თემაზე
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაძაბული იქნება“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი