მიწის სიტემური რეგისტრაცია ხარაგაულში ამჟამად შეჩერებულია – ეს ინფორმაცია ხარაგაულში საამზომველო ჯგუფის მენეჯერისგან, ჯანო ნოღაიდელისგან, მოვიპოვეთ. მისი თქმით, აზომვითი ნახაზების მომზადება დაბა ხარაგაულში, ბორითსა და ბაზალეთში მიმდინარეობდა, თუმცა ეს ამ სოფლებში ეს პროცესი არ დამთავრებულა. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი სხვა მუნიციპალიტეტებს მიენიჭათ და ამზომველები იქ გადაამისამართეს.
„მიწის სისტემური რეგისტრაცია ხარაგაულში უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლიდან განახლდება“, – ამბობს ჯანო ნოღაიდელი.
ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად საჯარო რეესტრის საინფორმაციო სამსახურს მივმართეთ. თუმცა, როდის განახლდება აზომვითი სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ვერც იქ დაგვიკონკრეტეს.
ახალი გეგმა-გრაფიკით, მიწის სისტემური რეგისტრაცია დაბა ხარაგაულში 2022 წლის ნოემბერში უნდა განახლებულიყო. დანარჩენ სოფლებში კი მიწის სისტემური რეგისტრაციის განახლებული განრიგი ასეთია:
2023 წელი
ბაზალეთი – თებერვალი;
წიფა – ივლისი.
2024 წელი
ნადაბური – იანვარი,
ლეღვანი, ვახანი, მოლითი, ზვარე – ივლისი;
ბორითი, ხუნევი, ხევი – აგვისტო;
ლაშე, ღორეშა, სარგვეში – სექტემბერი;
კიცხი, ხიდარი, საღანძილე, ფარცხნალი, ვარძია, წყალაფორეთი – ოქტომბერი.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად უნდა აიზომოს და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდეს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.
მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0 322 405 405.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი