

თექვსმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მადლობის წერილი გაუგზავნა.
„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნისას თქვენი მრავალწლიანი წარმატებული, დამოუკიდებელი, პროფესიონალური და ღირსეული საქმიანობისთვის.
თანამდებობაზე ყოფნის დროს თქვენ პირნათლად ასრულებდით კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობას – ზედამხედველობდით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას.
ამ პასუხისმგებლობას თქვენ სათანადოდ ეკიდებოდით და იცავდით იმ ადამიანების უფლებებს, ვინც ყველაზე დაუცველია და ვისთვისაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი უკანასკნელი იმედი გახდა“, – ნათქვამია წერილში.
ამ წერილს სრულად გაეცანით ლინკზე
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს ხუთი წლის ვადით აირჩია. მას ამ პოსტზე მუშაობის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას