

„…იგი არც საპორტო ქალაქია და არც საზღვაო, აქ არც ზღვაა და არც საზღვარი. იგი არც დედაქალაქია და არც სამრეწველო ცენტრი. არ შეიძლება, ხარაგაული დაგჭირდეს. იგი უნდა გიყვარდეს. გიყვარდეს და სხვა არაფერი…“( დათო ლიკლიკაძე) – ამ ფრაზით დაიწყო ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ღონისძიება „ჩვენ გვიყვარს ხარაგაული“.
მოსწავლეებმა ხარაგაულის ისტორია მხატვრულად წაგვიკითხეს, მის ღირსშესანიშნავ ადგილებში გვამოგზაურეს, გაიხსენეს ის ადამიანები და მოვლენები, რომლებმაც ხარაგაული მსოფლიოს გააცნეს.
საგალობლებისა (ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე) და ლიტერატურული (ლალი შარაშიძე) წრეების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ხარაგაულზე მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს თეატრალური წარმოდგენა, საეკლესიო საგალობლები და ხალხური სიმღერები.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,