ვარძიის საჯარო სკოლა ინგლისურენოვანი გლობალური განათლების პლატფორმის გამარჯვებულია.
ამ სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის, მარინა ტურაშვილის ინიციატივით, სკოლა სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმებში ხშირად ერთვება.
„ამჯერად პლატფორმაში – „გლობალური საკლასო ოთახი“ ჩავერთეთ, – ამბობს მარინა ტურაშვილი, – ეს პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნების მასწავლებლებმა დააფუძნეს. მოსწავლეებთან ერთად „ზუმში“ პერიოდულად ვიკრიბებით და სამუშაო თემას ვირჩევთ.
მოსწავლეები შემდეგ ინგლისურ ენაზე თავად ამზადებენ პრეზენტაციებს. წინასწარ არავინ იცის, რომელი მოსწავლე რომელ მასწავლებელთან მოხვდება. ვარძიის სკოლის მოსწავლეებმა – ანდრია ხიჯაკაძემ, ნიკოლოზ ნანავამ, ქეთევან ტაბატაძემ, ხატია ზვიადაძემ, სესილი ხიჯაკაძემ, ნინო ხიჯაკაძემ, ელენე კოჩაძემ, ანამარია გლუნჩაძემ, ანანო კვირიკაშვილმა და ხატია ბერაძემ აირჩიეს თემა – „ჩემი შთაგონების წყარო“.
თითოეული მათგანის ნამუშევარი პროექტის მონაწილეებს ძალიან მოეწონათ და სერტიფიკატებით დაააჯილდოეს.
ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობით მოსწავლეები ინგლისური ენის სწავლასთან ერთად პრეზენტაციების წარდგენის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევებს ითვისებენ და იუმჯობესებენ“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი