

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი „მოხალისე გიდები.“
ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მოსწავლეების ჩართულობით ხორციელდება.
„თავად მოსწავლეები ატარებენ ექსკურსიას და უხსნიან თავიანთ თანატოლებს ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიას, წარსულს. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები უფრო მეტად უსმენენ თავიანთ თანატოლებს და იმახსოვრებენ,“ – ამბობს ნინო დიდიძე და დასძენს, რომ მუზეუმის ყველა პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ სამუზეუმო ცხოვრებაში.
ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე, პროექტ „მოხალისე გიდების“ ავტორი ეკა შველიძე ამბობს, რომ წელს ამ პროექტში დაბა ხარაგაულის სამი სკოლის მოსწავლეები ჩაერთვენ. „მოსწავლეებმა შეისწავლეს ექსპოზიციები. წელს სიახლეა ის, რომ თემატურად მივუდექით ექსპოზიციების წარმოჩენას. მოსწავლეებმა სიღრმისეულად იმუშავეს და დიდი ცოდნა შეიძინეს,“ – ამბობს ეკა შველიძე.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ კიკნაძე დამთვალიერებლებს ახმედ გოგოლაძის შესახებ ესაუბრა. თამარი მიიჩნევს, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო.
„დიდი მადლობა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს, ასეთი საინტერესო პროექტისთვის. პირველ რიგში, კარგი ცოდნა შევიძინეთ, რაც გამოგვადგება ცხოვრებაში. არ ვიცოდი, ხარაგაულს ამდენი გამოჩენილი პიროვნება თუ ჰყავდა. ძირეულად შევისწავლე ყველას ბიოგრაფია,“ – ამბობს სასულიერო გიმნაზიის მეათეკლასელი ანა თაბუკაშვილი.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნინო ჭყოიძე ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის „მოხალისე გიდების“ პროექტს ძალიან მნიშვნელოვნად თვლის: „ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსებული ექსპონატების ისტორია ცოტამ თუ იცის. ვფიქრობ, მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდებიან მუზეუმით.“
„ჩემს თანატოლებს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ინტერიერი, ფასადი და ხარაგაულის სპორტული წარსული გავაცანი. სირცხვილია, რომ არ ვიცოდეთ ხარაგაულის ისტორია,“ – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გიორგი მანჯავიძე.
ისტორიულ მუზეუმში კვირეულის ფარგლებში საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება. დაგეგმილია „მოხატული კერამიკა,“ „ნორჩი არქეოლოგები“ და „პატარა რესტავრატორები.“
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).