
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება.
ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადის ელექტრონულად ჩატარებისთვის ბმული და ამავე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:
9 დეკემბერი
10 დეკემბერი
11 დეკემბერი
12 დეკემბერი
13 დეკემბერი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.
მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს.
გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება
„დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:
ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში