

განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წელს საჯარო სკოლებისთვის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება.
„საჯარო სკოლების მოსწავლეებს გაკვეთილები 29 დეკემბერს ჩაუტარდებათ, – გვიპასუხეს განათლების საინისტროში, – სასწავლო პროცესი, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2023 წლის 15 იანვარს უნდა განახლდეს. თუმცა, რადგან 15 იანვარი კვირა დღეა, სწავლა 16 იანვარს დაიწყება.
კერძო სკოლები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ“.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი მამა პავლე (ცერცვაძე) ამბობს, რომ საჯარო სკოლების მსგავსად, სასულიერო გიმნაზიაში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო სწავლა, სავარაუდოდ, ნათლიღების დღესასწაულის (19 იანვარი) შემდეგ განახლდება.
ნინო კაპანაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.