2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დედათა მონასტერში, თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ერთ-ერთ მათგანზე სექსუალურად იძალადეს. დღეს მედიის ნაწილმა გაავრცელა ქალის ვინაობა და ფოტო.
ქარტიის საბჭო დაუშვებლად, უკიდურესად არაეთიკურად და არაპროფესიონალურად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას და ფოტოს გამოქვეყნებას, მით უმეტეს, როდესაც ძალადობაგამოვლილ ადამიანს ამაზე მედიისთვის თანხმობა არ მიუცია და როდესაც ეს ინფორმაცია არანაირ საჯარო ინტერესს არ წარმოადგენს.
მოვუწოდებთ მედიას, მომხდარის გაშუქებისას პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და არ მოახდინოს ძალადობაგამოვლილი ადამიანის იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მას.
მედიის მიერ მსხვერპლის უფლებების დარღვევა აზიანებს მედიის მიმართ ნდობას.
მედიას ნებისმიერი ამბის გაშუქებისას უნდა ესმოდეს საკუთარი მისია და უნდა იფიქროს იმაზე, თავისი ქმედებით ხომ არ აყენებს ზიანს ადამიანს, რომლის უფლებების დაცვაც ევალება.
მედიას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ყოველი მსგავსი წინდაუხედაობა და შეცდომა ასევე აზიანებს მისდამი საზოგადოების ნდობას, რადგან საზოგადოება ჟურნალისტისგან სამართლიანად ელის, რომ ის მისი მოკავშირეა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ჟურნალისტები და რედაქტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების გაშუქებას და ყურადღება მიაქციონ თითოეული შემთხვევის თავისებურებას. ძალადობაგამოვლილი ადამიანის ვინაობის გამხელამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისი რეტრავმირება და ზიანი მიაყენოს მას არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
სექსუალური ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას, მედიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, განწყობები და მასალების მომზადებისას არ უნდა შეუწყოს ხელი გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს შეახსენებს:
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი