

„მადლობა უფალს, რომ მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ ჩაგვეტარებინა წირვა ამ დალოცვილ, ჩვენი ეპარქიის ულამაზეს კუთხეში, – დაბა ხარაგაულში,“ – აღნიშნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ, ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში სამეუფეო წირვის შემდეგ დღეს, 24 მაისს.
მეუფემ დღეგრძელობა უსურვა ხარაგაულელ მრევლს და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ახალი დირექტორი წარუდგინა:
-უფლის ხელში ვართ ყველა და ეკლესია საითაც მოგვიწოდებს, იქ მივდივართ. რამდენიმე თვე ჩვენთან მოღვაწეობდა მამა იოსები (გამიჩავა), რომელიც პატრიარქის კურთხევით ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში გადავიდა. ის ხელმძღვანელობდა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიას.
უდიდესი ისტორიის მქონეა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია, ძალიან წარჩინებული, სამაგალითო და სანიმუშო მთელ საქართველოში. ამიტომ უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ამ სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი. ამიერიდან ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიას უხელმძღვანელებს მღვდელმონაზონი, უბისის მონასტერში მოღვაწე მამა ანტონი (სულთანიშვილი).
მამა ანტონმა მიიღო უმაღლესი სასულიერო განათლება თბილისის სემინარიასა და აკადემიაში. რამდენიმე წელია, უბისის მონასტერში მოღვაწეობს. იქ აღიკვეცა ბერად და ეკურთხა მღვდლად. მამა ანტონი გამორჩეულია თავისი სულიერებით. მოიხსენიეთ ლოცვებში, რათა გაძლიერდეს. მას დაეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა და უნდა იზრუნოს მომავალი თაობის აღზრდაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს სწორი განათლება მივცეთ, რათა აღიზარდონ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად, ღვთისა და სამშობლოს პატრიოტებად.
სასულიერო გიმნაზიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად დავლოცავ გიმნაზიის ყველა პედაგოგს. მოგცეთ უფალმა ძალა და მადლი, რომ პირნათლად ემსახუროთ მომავალი თაობის აღზრდას.
მამა ანტონი, მამა ანდრიასთან ერთად, ხარაგაულის ტაძარშიც იმსახურებს. დიდი მადლობა მამა ანდრიას, გამორჩეულ მოძღვარს, რომელიც ჩემი დავალებით ეპარქიაში გალობის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ღვთის შეწევნით, იმედია, მალე დასრულდება ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობა და ვიმედოვნებთ, რომ უწმინდესისგან მივიღებთ დალოცვას ტაძრის გახსნაზე.
წირვის შემდეგ მეუფე მელქისედეკმა ხარაგაულის ქუჩები აკურთხა და დაბა ხარაგაულში მცხოვრებ ათ სოციალურად დაუცველ ოჯახს კვების პროდუქტები გადასცა.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,