25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება და 16 დღიანი კამპანია იწყება. გთავაზობთ, იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც ხარაგაულში კამპანიის ფარგლებში გაიმართება:
25 ნოემბერი
„მამა მიკითხავს ზღაპარს“ (ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება)
ხარაგაულის კინოთეატრში ტყიბულის თეატრის სპექტაკლი „ქალაქი“ გაიმართება. ხარაგაულის გენდერული საბჭო სპექტაკლზე მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს მოიწვევს.
26 – 27 ნოემბერი
თემატური პოსტები სოციალურ მედიაში (ხარაგაულის მერია)
11:00 საათზე, კულტურის ცენტრის ფოიეში ბაღების გაერთიანების პედაგოგთა თვითშემოქმედებითი ღონისძიება და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება (ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური)
28 ნოემბერი
სპორტული შეჯიბრებები გენდერულ ჭრილში (ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი),
29 ნოემბერი
,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ პერფომანსი ხარაგაულის ქუჩებში (ხარაგაულის მერია),
30 ნოემბერი
პერფომანსი ქუჩაში გენდერული ძალადობის თემაზე (ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი),
წარმატებული ქალების ისტორია (რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი),
5 დეკემბერი
კინო ჩვენება გენდერულ თემატიკაზე, ფილმი ,,ავრორა“ (ხარაგაულის მერია),
6 დეკემბერი
მონოლოგი „თავსაფრიანი დედაკაცი“ (ირინე ჩხეიძე),
ქუჩაში საინფორმაციო ფლაერების გავრცელება, არა ძალადობას, არა ბულინგს (ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო),
8 დეკემბერი
ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ სტუმრად ხარაგაულში,
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) – ის მხარდაჭერით ხარაგაულში განხორციელებული პროექტის ფარგლებში ზაალ სულაკაურის და ნათელა გრიგალაშვილის მიერ ხარაგაულელ ქალებზე შექმნილი ჩანახატებისა და ფოტო ისტორიების გამოფენა (ხარაგაულის მერია),
10 დეკემბერი
გენდერული ძალადობის თემაზე მიძღვნილი ესეების დაჯილდოება (ხარაგაულის მერია),
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი