

„მთელი ცხოვრება ჩემი პედაგოგების „ვალი“ მექნება“, – ასე შეაფასა მის სწავლა-აღზრდაში პედაგოგთა წვლილი ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ვაჟა გიორგაძემ, რომელიც მშობლიურ სკოლას 18 ნოემბერს ესტუმრა.
ვაჟამ ბორის საჯარო სკოლა 2010 წელს დაამთავრა, ის ერთ-ერთია იმ ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანთაგან, რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ.
ვაჟა მათემატიკოსია, ეწევა აქტიურ საქმიანობას, ამჟამად მუშაობს თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში, მათემატიკის პედაგოგად, ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქმიანობებისა, რასაც ის ეწევა.
ვაჟა სიამოვნებით გვესტუმრა სკოლაში, შეხვდა IX-XI კლასების მოსწავლეებს და წაიკითხა ლექცია თემაზე „მათემატიკის როლი ცხოვრებაში“; მოსწავლეებს გაუზიარა გამოცდილება, ისაუბრა სკოლაში გატარებულ წლებზე, ზოგადი განათლების როლზე ცხოვრებაში, პროფესიულ არჩევანზე.
„არასოდეს შეუშლია ხელი იმას, რომ მე სოფლის სკოლაში ვისწავლე“, – უთხრა მოსწავლეებს, დიდი სიყვარულით ისაუბრა პედაგოგებზე, დამრიგებელზე. უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.
შეხვედრამ დამსწრეთა კმაყოფილება გამოიწვია.
იმედია, მსგავსი შეხვედრები ჩვენი მოსწავლეებისთვის იქნება მოტივაციის წყარო, გამოცდილების მომცემი და დამხმარე პროფესიული არჩევანის გაკეთებისას.
ბორის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ვაჟას სტუმრობისთვის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
ველოდებით მომდევნო სტუმარს.
ქეთინო პავლაძე
ბორის საჯარო სკოლის მასწავლებელი
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში