ასოციაცია ანიკა ახორციელებს პროექტს – „INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“.
პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში.
ამ პროექტის ფარგლებში პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ინკლუზიური და სპეციალური განათლების ექსპერტი თეონა ყაჭეიშვილი სასწავლო მოდულის მონაწილეებს ესაუბრა ინკლუზიის მნიშვნელობაზე და წარადგინა თემა „მუსიკა, როგორც ინკლუზიური კულტურის ნაწილი“.
ინკლუზიის მიმართულების ექსპერტმა, დღის ცენტრის, „ორიონი“ დამფუძნებელმა ნანა ფერაძემ განიხილა კულტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა და წარმოადგინა არსებული პრაქტიკული მაგალითები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისსა და რეგიონებში არსებული კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები.
პროექტის ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ასოციაცია „ანიკასა“ და თბილისში არსებულ კულტურულ დაწესებულებებს. მონაწილეები იმყოფებოდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში, მასპინძლებმა სტუმრებს ინკლუზიის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
2022 წლის ივლისიდან ასოციაცია „ანიკამ“ დაიწყო პროგრამა „INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Dialogue for Understanding e.V.“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„ორიონის“ სპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი