

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შსს-ის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი წარადგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აკეთებს ანალიზს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში არსებულ ჯარიმას ან ნორმას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი, – ამბობს მინისტრის მოადგილე, – ამიტომ შემოვდივართ ინიციატივით, გაიზარდოს ჯარიმა იმისათვის, რომ ნორმის მოქმედებას ჰქონდეს უფრო მეტად პრევენციული ეფექტი.
ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ მუდმივად დაკავებული ვიყოთ ხალხის დაჯარიმებით. ჩვენი მიზანია, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები, რაც ავარიებსა და საგზაო შემთხვევებს შეამცირებს“.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმები) დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება.
ჯარიმა დაწესდება ასევე
საკანონმდებლო პაკეტის მიღებით იცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილიც.
პარლამენტმა განხილულ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში