

არაფორმალური განათლება მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის განმტკიცებაში ეხმარება.
ეს მიზანი ამოძრავებდა ხარაგაულის #2 სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს დოდო გელაშვილს, როდესაც მეოთხეკლასელებთან, მათ მშობლებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად ბაზალეთში ნერგები დარგო.
„ქართულ ენაში ახლახან შევისწავლეთ „ჩვენ და გარესამყარო“, – ამბობს დოდო მასწავლებელი, – ეს თემა ბუნებასთანაც მჭიდრო კავშირშია. ამიტომ გადავწყვიტეთ, სიმბოლური ხეივანი გაგვეშენებია.
მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ გარემოს მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ძალიან მოაზროვნე და აქტიური მეოთხეკლასელები მყავს. დამპირდნენ, რომ მომავალში ამ ხეივანში ხშირად მოვლენ და ნარგავებს მოინახულებენ. იმედია, 40 ნერგიდან უმრავლესობა გაიხარებს.
მეოთხეკლასელი ანასტასია სარალიძე ამბობს, რომ მრავალფეროვან გარემოს თუ მოვუფრთხილდებით, ბუნება უფრო გალამაზდება და ჩვენც სარგებელს მივიღებთ.
რამაზი ოსანაძეს ბუნებაში ხეტიალი ძალიან უყვარს. ის ამბობს, რომ ხეების დარგვით გარემო გაჯანსაღდება და სტიქიური მოვლენები შემცირდება.
ხეივანი ბაზალეთში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში