ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდმა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნულ კონკურსში პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა (პედაგოგი მაია კაპანაძე, კონცერტმაისტერი ნატალია ბეგაშვილი).
გუნდი კონკურსის სამ კატეგორიაში მონაწილეობდა – აკადემიური გუნდი, გალობა, ქართული ხალხური სიმღერა.
ამ გუნდის პედაგოგი მაია კაპანაძე ამბობს, საგუნდო კოლექტივების კონკურსი ბოლო ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვერ ჩატარდა.
„წელს გუნდებს მოსამზადებლად, გასული წლებისგან განსხვავებით, მცირე დრო გვქონდა, – ამბობს მაია კაპანაძე, – თუმცა, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. სამივე კატეგორიაში გავიმარჯვეთ. აკადემიურ კონკურსში კლასიკური ნაწარმოები შევასრულეთ.
თითოეულ კონკურსს სხვადასხვა ჟიური აფასებდა. კლასიკური ნაწარმოებები ქართველ სპეციალისტებთან ერთად პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლატვიიდან მოწვეულმა მუსიკოსებმა შეაფასეს, ქართული ხალხური სიმღერების – ეთნომუსიკოსებმა, ხოლო საგალობლები – ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენლებმა.
ამ კონკურსში გუნდები მთელი საქართველოდან მონაწილეობენ. ჩართულები არიან სამუსიკო სკოლების, კულტურის ცენტრებთან არსებული, საჯარო სკოლებში მოქმედი გუნდები. პირველი ეტაპი რეგიონებში ტარდება.
მეორე ტურში გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი გუნდები კი გალა კონცერტზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში 14 ნოემბერს წარვსდგებით. ჩვენი გუნდი გალობასა და ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებს“
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს საგუნდო საზოგადოება. მხარდამჭერები არიან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ამ კონკურსის მიზანია ქვეყნის მასშტაბით აკადემიური საგუნდო სიმღერების პოპულარიზაცია და ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა-განვითარება, საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახეების აღმოჩენა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი