

ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით USAID-ის „ადგილობრივი მმართველობის პროგრამა“ დაიწყო. ამ პროგრამის ბიუჯეტი 21 მილიონი აშშ დოლარია.
ეს პროგრამა ოფიციალურად USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ერინ მაქიიმ გახსნა.
„ადგილობრივი მმართველობის პროგრამა“ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე აქტიური, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სამთავრობო ინსტიტუტების შექმნას და დააჩქარებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.
USAID იმუშავებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან მინიმუმ 22-ში, რათა მხარი დაუჭიროს მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიას და გააუმჯობესოს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მოქალაქეებისადმი პასუხისმგებლიანობა.
ეფექტიანი, პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მმართველობა ქმნის საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს ბიზნესებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. შედეგად ვიღებთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ქვეყანას სადაც ხალხი ბედნიერია.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში