დღეს, 3 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში საგალობლების საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, უბისის მონასტრის მგალობელ ვაჟთა გუნდი, ხარაგაულის გიმნაზიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მგალობელ-მომღერალ ბავშვთა გუნდი და კულტურის ცენტრთან მოქმედი „ხარაგაულის კვარტეტი“ მონაწილეობდნენ. შესრულდა საეკლესიო საგალობლები და სიმღერები.
საგალობლების საღამოზე ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობებმა ირინე ჩხეიძემ, ბათუ კიკნაძემ და ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ ლექსები წაიკითხეს.
„საგალობლების საღამო მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის თანადგომით, ხარაგაულის ტაძრის მღვდელმსახურის დეკანოზი თომა (ლაცაბიძის) დიდი ძალისხმევითა და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის მამა პავლეს (ცერცვაძე) ხელშეწყობით ჩატარდა, – ამბობს ხარაგაულის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი თორნიკე ბაკურაძე, – ქართულ ტაძრებში, ძირითადად, შუა საუკუნეებში შექმნილი – გელათის სკოლისა და ქართლ-კახური საგალობლები იგალობება. შევასრულეთ როგორც ძველი, ასევე ახალი – პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები.
ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვმეცადინეობდით, მის მომზადებაში დიდი დახმარება გაგვიწია ხარაგაულის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრმა დარეჯან გვაძაბიამ.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს გაწეული დახმარებისათვის“.
საღამოს დასასრულს შეკრებულ საზოგადოებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მიმართა:
„დიდ ემოციებში ვართ, დღევანდელ ღონისძიებაში ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ძალიან კარგები ხართ. მადლობა მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, განსაკუთრებული მადლობა მამა თომას, სიტყვები არ მყოფნის, ასეთ შემთხვევაში სიტყვები ღარიბია, გადმოსცე ის ემოცია, რასაც ახლა განვიცდით“, – ბრძანა მეუფემ.
ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და ხარაგაულის ტაძრის მღვდელმსახურის მამა თომას (ლაცაბიძე) ორგანიზებით გაიმართა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი