

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები დაბა ხარაგაულის ქუჩებში მოსახლეობას ჰიპერტენზიის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ და წნევის გაზომვას სთავაზობენ.
„იცოდე შენი წნევის შესახებ“ – ამ სლოგანით 18-დან 22 მაისის ჩათვლით მთელ საქართველოში მიმდინარეობს კვირეული.
„კვირეულის მიზანია, რომ მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ჰიპერტენზიის შესახებ, დაავადების პრევენციისა და მკურნალობის თაობაზე, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი თათია ბლუაშვილი, – მოქალაქეებს იმ რისკ-ფაქტორების შესახებ ვესაუბრებით, რომელიც მაღალ წნევას იწვევს.
ჰიპერტენზიის, როგორც დაავადების, მართვის ძირითადი დეფექტი პაციენტის თვითმკურნალობა და ექიმთან ურთიერთობის დეფიციტია.
ამ აქციით კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, რომ ჰიპერტენზია თავიდან აცილებადი დაავადებაა. შესაძლებელია იცხოვროთ ჰიპერტენზიით გართულების გარეშე.“
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,