
29 ოქტომბერს მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის მეოთხედფინალი გაიმართება. მეოთხედფინალური შეხვედრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ დარბაზში, 14:00 საათზე დაიწყება.
ხარაგაულის მხიარულთა და საზრიანთა კლუბ „ჭირიმესთან“ ერთად მეოთხედფინალში ბათუმის, რუსთავისა და გორის იუმორისტული გუნდები მონაწილეობენ. ამ კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი (ქართული ლიგა).
გუნდის შემადგენლობაში არიან ბექა ხიჯაკაძე, დავით ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე და დავით ჭყოიძე. „ჭირიმეს“ რეჟისორი და სცენარისტია მამუკა ჭიპაშვილი.
მოგმართავთ მათ, ვისაც უყვარს იუმორი და „ჭირიმე“, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელთა გუნდს. ჩვენი მხარდაჭერა „ჭირიმეს“ წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისამართი – თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა #69, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მოპირდაპირედ).
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,