
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.
„ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, – ამბობს სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი მამა პავლე (ცერცვაძე), – წელს „შემოდგომის ზეიმი“ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს დავამთხვიეთ.
ხარაგაულში გვაქვს გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული უბისის უძველესი ტაძარი. სამეუფეო სადღესასწაულო წირვის შემდეგ სასულიერო პირები – მღვდელმთავრები და მოძღვრები – უბისიდან გიმნაზიაში „შემოდგომის ზეიმზე“ მოვიპატიჟეთ.
მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები წარმოადგინეს, შემოგვთავაზეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიმნაზიის ყველა პედაგოგს, რომლებიც ერთსულოვნად ჩაერთვნენ ამ ღონისძიების მომზადებაში. ჩვენ გვყავს ღონისძიებების მენეჯერი ქალბატონი თამარ ნებიერიძე, რომელსაც ეს საქმე უშუალოდ ევალება. ყველამ ერთად ვიშრომეთ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მშობლებს, რომელთა თანადგომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა დიდი რუდუნებით, თავდაუზოგავი შრომით თავიანთი შემოქმედება ლამაზად წარმოაჩინეს.
მსურდა, რომ ეს საშემოდგომო ზეიმი ეკლესიის წიაღიდან გამომავალი სითბოსა და სიყვარულის საღამო ყოფილიყო და ასეც მოხდა. მოსწავლებისგან, მათი მშობლებისგან, პედაგოგებისა და ღონისძიებაზე მოწვეული საზოგადოებისგან ამას ვგრძნობდი. მადლობა ღმერთს და მეუფე მელქისედეკს, რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდა. მადლობა ყველას სიყვარულისთვის“.
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად