

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი 21 ოქტომბერს ღია სივრცეში კონკურსს „შემოდგომის პალიტრა“ გეგმავს.
კონკურსი ახალგაზრდა, მოყვარული მხატვრებისთვის ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება 7- დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ. მონაწილეებს წინასწარ მიეცემათ თავისუფალი თემა. სამუშაო დროდ ოთხი საათი განისაზღვრება.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი, შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება.
ღონისძიება 21 ოქტომბერს 11:00 საათზე სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ეზოში დაიწყება. ჟიურისგან შედეგები კონკურსის ჩატარებიდან ერთ კვირაში გამოცხადდება.
ხატვის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში უნდა წარადგინონ. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონებზე: 22 00 75; 577 67 13 59; 577 42 48 12.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას