70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 300 ლარი გახდება (მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის 355 ლარი), ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერები 365 ლარს აიღებენ (მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლები 440 ლარს).
„ჩემი პენსია იანვრიდან 365 ლარი გახდება, – ამბობს თადული გაჩეჩილაძე, – ეს კარგია, არსებულს აჯობებს, მაგრამ ჩემს ასაკში მაინც ცოტაა, თვეში 100 ლარზე მეტი ღირებულების წამლები მჭირდება.
სხვა საჭიროებებიც ბევრია მითუმეტეს არსებული ფასების გათვალისწინებით.
ძალიან მწყდება გული, რომ მეც და იმ ადამიანსაც, ვისაც არასდროს უმუშავია, ერთნაირი პენსია გვაქვს. 50 წელზე მეტი ვემსახურე მომავალი თაობის აღზრდას, – ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს და ასაკობრივ პენსიაში არანაირი განსხვავება არ არის“.
პენსიონერი ცისანა ფანცულაია თვლის, რომ მომატებული 65 ლარი საკმარისი არ არის. თუმცა, მაინც კმაყოფილი და მადლობელია. ის 30 წლის განმავლობაში აგრონომად მუშაობდა და ხარაგაულის სოფლებში ყოველდღიურად ფეხით დადიოდა.
„ზოჯი სკამზე იჯდა და არაფერს აკეთებდა. ახლა მასაც და მეც ერთნაირი პენსია გვაქვს, მაგრამ რას იზამ, ესეც მთავრობის გადასაწყვეტია,“ – ამბობს ცისანა ფანცულაია.
მარინე დეკანოსიძის პენსია იანვრიდან 300 ლარი იქნება, თუმცა ის ამბობს, რომ გაჭირვებულ ცხოვრებას ეს ვერ გააუმჯობესებს.
„ქრონიკული დაავადების გამო თვეში 200 ლარის წამლები მჭირდება. წამლები ძალიან გაძვირდა. მხოლოდ წამლები ხომ არაა, სირცხვილ-ნამუსი, პროდუქტების შეძენა, დარჩენილი 100 ლარით რა უნდა გავაკეთო?!“
იანვრიდან დაგეგმილია მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემელის 65 ლარით გაზრდა, საჯარო მოხელეებისა და სკოლების ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასების 10-10 %-იანი მატება; სკოლების მასწავლებელთა და მანდატურთა შრომის ანაზღაურების გაზრდა.
თამთა გოგოლაძე
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“