

„დედა ენისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება ლოცვით დაიწყო ექვსმა პირველკლასელმა ვაჟმა საღანძილის საჯარო სკოლაში (დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი).
მოსწავლეებმა ლექსებით გაიხსენეს „დედა ენის“ შექმნისა და განვითარების ისტორია, შეამკეს ქართველი მწერლების ულამაზესი სტროფებით,
„დედა ენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრაწყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო“.
საღამო გაალამაზა ქართული ენის სადიდებელმა სიმღერებმა. ანბანთქება ანდაზებით, – ასეთი ხერხით შეამკეს ქართული ენა პირველკლასელებმა. სლაიდით შეაჯამეს კლასის ერთწლიანი მუშაობა. წარმოადგინეს ინსცენირებები იაკობ გოგებაშვილის „დედა ენიდან.“
ღონისძიება კი მხიარული ცეკვებით დაასრულეს.
საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია ჭყოიძემ აღნიშნა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა პატარების ცოდნის დონით. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შემართება და ცოდნის წყურვილი მათ მაღალ კლასებშიც გაყვებათ.
საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორმა ვარდო ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ჩანდა პედაგოგ ეკა კურტანიძის დაუღალავი შრომის შედეგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა მშობლებთან.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა პედაგოგს ნამუშევარი შეუფასა და სამომავლო გზა დაულოცა საღანძილის სკოლის დაწყებითი კლასების ამაგდარმა მასწავლებელმა ლიდა შარიქაძემ.
თავად ეკა კურტანიძე კი ამბობს, რომ ძალიან მონდომებული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს: „მე მხოლოდ მიმართულება მივეცი. მათ გააკეთეს ყველაფერი. ღონისძიების მოწყობაში ასევე ძალიან დამეხმარენ მშობლები“.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).