

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
ვაკის პარკშის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო, 14 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამძიმარს უცხადებს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ოჯახს, მისი გარდაცვალების გამო.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით, სამი მოზარდი დაშავდა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მესამე ბავშვი კი კონტაქტურია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას