„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული სამი პროექტის განსახორციელებლად ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
ორჯერ ამ პროექტების შესასრულებლად ტენდერები ვერ შედგა, რადგან მათში მონაწილეობა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ არ მიიღო.
სოფელ ვერტყვიჭალაში ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი 23 907 ლარზეა გამოცხადებული. მშენებელი კომპანიებისგან წინადადებების მიღება 9 ოქტომბერს დაიწყება და 12 ოქტომბერს დასრულდება.
სოფელ კიცხში დასასვენებელი, სპორტული, კულტურული ნაგებობების მშენებლობის (ლილეს წყარო) სავარაუდო ღირებულება 7 224 ლარია, ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის მოწყობის – 27 367 ლარი. ამ ორი პროექტის სამუშაოების შესყიდვისთვის სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები 10 ოქტომბერს 16:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული სამი პროექტის განხორცილება მიმდინარეობს. ესენია – ხარაგაულში ფრენბურთის სტადიონი, ფარცხნალში დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის სისტემა, ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის მშენებლობა.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი – ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების მოწყობა – აღარ განხორციელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ სამუშაოებს სახელმწიფო განახორციელებს და აბრები, ხარაგაულის გერბით, დევების ქანდაკებებთან, კიცხში და საღანძილეს მხრიდან ხარაგაულის შემოსასვლელში განთავსდება. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ასეთი აბრები რიკოთის ავტობანის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოეწყობა.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს.
ამ პროგრამის განსახორციელებლად ხარაგაულის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი