

„მასწავლებელი „გენიოსას“ მეძახის, – დამსწრეთ გაეცნო დავით გურგენაშვილი, – რომ გავიზრდები, დირექტორი უნდა გამოვიდე.“
„დედისერთა ვარ. დედიკოსა და ცირა მასწავლებლის იმედები მინდა რომ გავამართლო. დიდი რომ გავიზრდები, ექიმი მინდა გამოვიდე,“ – სურვილებს გვიმხელს ნინო ხიჯაკაძე.
„მეტსახელად „მსახიობას“ მეძახიან. ცოტა მორცხვი ვარ. მგონი, თავიდან მასწავლებელს არ მოვწონდი. ახლა სულ მაქებს,“ – ამბობს მიხეილ ჩიჩილიძე.
დავითმა, ნინომ და მიხეილმა 19 მაისს „ანბანის ზეიმზე“ მშობლები, მასწავლებლები და უფროსკლასელები მიიწვიეს. ისინი ამიერიდან ვარძიის საჯარო სკოლის მეორეკლასელები არიან.
22 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა მათი მასწავლებელი ცირა კვანჭიანი. მთელი წლის მანძილზე ცირა მასწავლებლისგან შეძენილი ცოდნა, დედა ენისა და სამშობლოს სიყვარული გამოავლინეს პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით.
ვარძიის საჯარო სკოლის (დირექტორი ჯამბულ ხიჯაკაძე) პირველკლასელებს „ანბანის ზეიმი“ გაულამაზეს ვარძიის საჯარო სკოლასთან მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ოდილა“ (ქორეოგრაფები მამუკა გაჩეჩილაძე, ზურაბ კვანტრიშვილი). ღონისძიება მიჰყავდათ მესამეკლასელებს სესილი ხიჯაკაძესა და გიგა მაისურაძეს. მხატვრული ნომრები შეასრულეს მესამეკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი მზია კოჩაძე). მუხრან მაჭავარიანის ლექსით დაულოცა გზა პირველკლასელებს მეშვიდეკლასელმა თამარ ოკრიბელაშვილმა.
ღონისძიებაში ჩართული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა მელანო გაბეხაძისა). პირველკლასელთა მასწავლებელ ცირა კვანჭიანთან ერთად ღონისძიების მომზადებაში მონაწილებდნენ მასწავლებლები ლელა კოჩაძე, მარინა ტურაშვილი და მაკა ხიჯაკაძე.
პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს ვარძიის საბავშვო ბაღის (გამგე იზოლდა ხიჯაკაძე) უფროსი ასაკის აღსაზრდელებმა. მშობლების სახელით პედაგოგებს გაწეული ამაგისათვის მადლობა გადაუხადა ირმა ჭიღლაშვილმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,