ხარაგაულში ააიპ „სათნოების სახლის“ ბაზაზე სოციალური სამრეცხაო ამოქმედდა. სამრეცხაო, ძირითადად, სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოემსახურება.
ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძის, ინფორმაციით, სამრეცხაო ორშაბათსა და ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იმუშავებს.
„სამრეცხაოში ყველანაირი სარეცხის მოტანა შეიძლება, რომელიც სარეცხ მანქანაში ირეცხება. სამრეცხაოთი ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახებმა, რომლებიც სათნოების სახლის ბენეფიციარები არ არიან. თუმცა სახლში სარეცხის გარეცხვის შესაძლებლობა არ აქვთ.
სამრეცხაოში იმუშავებენ „სათნოების სახლის“ თანამშრომლები, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამით მივიღეთ. სოციალური სამრეცხაოს ხარჯებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს“, – ამბობს თამარ შავიძე.
სოციალური სამრეცხაო ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) პროექტით „ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება“ ამოქმედდა. პროექტს „ქალთა ფონდი“ აფინანსებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი