

მუზეუმების ფონდების მუშაობისა და ახალი ექსპოზიციების შექმნის პროცესზე დაკვირვება, მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობა განახლდა.
ამ მიზნით ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები ვანის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუზეუმებში იმყოფებოდნენ.
„კოვიდპანდემიამ მუზეუმების თანამშრომლობა შეაფერხა, – ამბობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე, – ახლა ეს ურთიერთობები აღდგა. ხარაგაულის მუზეუმშიც ველოდებით სტუმრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. აქ ხშირად გვსტუმრობდნენ მეცნიერები, სხვადასხვა მუზეუმების თანამშრომლები.
გამოცდილების გაზიარება და სიახლეების გაცნობა მუზეუმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
ფოტოზე: ხარაგაულის მუზეუმის თანამშრომლები ვანის მუზეუმში
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას