თბილისში მეთოთხმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს.
ქართულ პროფესიულ თეატრალურ დასებთან ერთად ამ ფესტივალში უკრაინის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და იაპონიის თეატრალური დასები მონაწილეობენ.
დღეს, 29 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს გამართავს ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის სახელწიფო თეატრი. ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე ჭიათურის თეატრი სპექტაკლით „ავადმყოფობის სიმულაცია“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი) წარდგება. ამ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები – გიორგი ჩაჩანიძე, თამუნა ჯაჯანაშვილი, ანდრია ვაჭრიძე.
„ეს სპექტაკლი მოლიერის პიესის „ეჭვით ავადმყოფის“ მიხედვით დადგა მოწვეულმა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა, – ამბობს ჭიათურის თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი, – სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და კარგი მაგალითია იმისა, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უფრო აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე.
დარწმუნებული ვარ, სპექტაკლი მაყურებელს მოეწონება. ჭიათურისა და საერთოდ, თეატრის მოყვარულებს, მარჯანიშვილის თეატრში 17:00 საათზე ველოდებით“.
„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი არ არის კონკურსი, სადაც მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით ჯილდოვდებიან, – ამბობს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში. ფესტივალს უცხოელი კრიტიკოსები, პროდიუსერები, ფესტივალების დირექტორები ესწრებიან. მოწონების შემთხვევაში ისინი ქართულ თეატრალურ დასებს ან ფესტივალებზე ეპატიჟებიან, ან – ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად.
ასე რომ, ეს ფესტივალი ქართული თეატრის პოპულარიზაციისა და ახალი ურთიერთობების დასაბამია“.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობა განახლდა
900-ლარიანი ვაუჩერები რეგიონული ბიბლიოთეკებისთვის
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში