

ხვალ, 30 სექტემბერს, ხარაგაულში „ევროპის სპორტის კვირეულის“ აღნიშვნა რამდენიმე სპორტული ღონისძიებით იგეგმება.
„ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობა მოსწავლეთა შორის მასობრივ სიმბოლურ გარბენში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება.
შეჯიბრება მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მოეწყობა, ხოლო გარბენი – სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე. გარბენში მონაწილეობა ყველა მოსწავლეს შეუძლია. მკლავჭიდი 40, 45, 50, 55, 60, 65, 70, 75, 80 და მძიმე წონით კატეგორიებში ჩატარდება.
ამ სპორტული შეჯიბრებებში მონაწილეობის მსურველებს თან უნდა ჰქონდეს სპორტული ფორმა შესაბამისი სპორტის სახეობის მიხედვით.
I, II, და III ადგილზე გასული სპორტსმენები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
შეჯიბრება 30 სექტემბერს 10:00 საათიდან, დაიწყება. დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე – 595 51 98 26; 577 67 13 59; 558 32 23 24.
„ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
„ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში