

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. საზეიმოდ გამოწყობილი გოგო-ბიჭები დასკვნითი ღონისძიებებისთვის ემზადებოდნენ და თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სურვილებს უწერდნენ. იყო ბევრი ცეკვა, სიმღერა, ხუმრობა, მხიარული „სკეტჩი“ და ცრემლი.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის დამრიგებელი მაია ლომსაძე ამბობს, რომ წელს მათი სკოლა ჩვიდმეტი ახალგაზრდამ დაამთავრა. „ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრების გზაზე, მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვროთ“.
„ცოტა დაბნეული ვარ, არ მჯერა სკოლას რომ ვამთავრებ, – ამბობს მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამუნა სახვაძე, – მომენატრებიან ჩემი კლასელები, მასწავლებლები. სკოლის პერიოდი უბედნიერესი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში. იმედია, ერთმანეთს არ დავკარგავთ“.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას წელს თორმეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათი დამრიგებელი მარინა ალავიძე ამბობს, რომ ძალიან უჭირს მათთან დაშორება. მარინა მასწავლებელი ყოველივე საუკეთესოს უსურვებს ყველა კურსდამთავრებულს.
სკოლის დამთავრებას განიცდის ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიგა გელაშვილი – „თორმეტი წელი დიდი დროა და ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, ერთმანეთს არ დავკარგავთ,“ – ამბობს გიგა.
„ვულოცავ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს , – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, – ცხოვრების ფართო ასპარეზზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“.
ჩვიდმეტ კურსდამთავრებულს გააცილებს წელს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია. კლასის დამრიგებელის, ზეინაბ ბუაჩიძის, ინფორმაციით მათგან ხუთი ან ექვსი მედალოსანია. „ერთ-ერთი საუკეთესო კლასი იყო. ღვთის მფარველობასა და წყალობას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე“.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 234 კურსდამთავრებულია. „წლევანდელი წელი ძალიან გამორჩეული და სიახლეებით დატვირთული სასწავლო წელი იყო. ხარაგაულელმა მოსწავლეებმა მრავალ კონკურსში, ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და საუკეთესო შედეგები აჩვენეს,“ – ამბობს დავით კიკნაძე.
წარმატებებს ვუსურვებთ კურსდამთვარებულებს.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).