

ხარაგაულში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში“ გამარჯვებული ექვსი პროექტის განხორციელება იგეგმება.
ეს პროექტებია:
მათგან სამი პროექტის განხორციელება არ დაწყებულა, რადგან ტენდერი არ შედგა.
კიცხში ლილეს წყაროს, ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის, ვერტყვიჭალაში ტრენაჟორებისა და ფანჩატურისმოსაწყობად ტენდერები, სავარაუდოდ, ამ კვირაში მესამედ გამოცხადდება.
მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ზურაბ იჩქიტიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამ საკითხზე შეხვედრას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავენ.
„სამშენებლო მასალების ფასები ყოველდღიურად ძვირდება, – ამბობს ზურაბ იჩქიტიძე, – ამიტომ შესაძლოა, ხარჯათღრიცხვებიც დავაკორექტიროთ“.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული სამი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო:
ხარაგაულში ფრენბურთის სტადიონს 27 662 ლარად შპს „თენაბა 2015“ მოაწყობს. ამ კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის 2 ნოემბრისთვის უნდა დაასრულოს;
ფარცხნალში დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის სისტემა – ჭაბურღილი – 20 233 ლარად უნდა მოაწყოს ი/მ „კოკა კეკელიძემ.“ ამ სამუშაოების დასრულების ვადა 2022 წლის 3 ნოემბრამდეა;
დ. ხარაგაულში, „ხარაგაული ჩაიფიქრე“ პროექტის განსახორციელებლად 10 279 ლარია განსაზღვრული. ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის მშენებლობა შპს „ენ-9“-მ 20 ოქტომბრისთვის უნდა დაასრულოს.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი – ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების მოწყობა – აღარ განხორციელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ასეთი აბრების მოწყობას რეგიონული განვითარების სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი მესამედაც ვერ შედგება – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს, რომ, სავარაუდოდ, ამ პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას გაზრდიან.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს.
ამ პროგრამის განსახორციელებლად ხარაგაულის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი