

მეხუთე წელია, რაც ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს ცოდნის კვირეული ტარდება. სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, კვირეულის მიზანია სასწავლო წლის მანძილზე გაწეული შრომის შეჯამება და მონიტორინგი.
„ვცდილობთ, დავინახოთ ნაკლოვანი მხარეები, წარმოვაჩინოთ მიღწევები და წავახალისოთ მასწავლებლები მეტი მოტივაციისთვის, – ამბობს ლენა აბაშიძე და მიიჩნევს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ზონალური მასშტაბის კვირეულის დაგეგმვა-ჩატარება.
„მაქვს ჩემი კოლექტივის იმედი, რომ თავის შრომას საუკეთესოდ წარმოაჩენენ. კვირეულზე დასასწრებად, ურთიერთგამოცდილების გასაზიარებლად ვიწვევთ ხუნევისა და გედსამანიის სკოლების კოლექტივებს,“ – ამბობს .
კვირეული 11 მაისს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა და 15 მაისს აკაკი წერეთლის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდა.
ჩატარდა ღია გაკვეთილები ინგლისურში, მათემატიკაში, მესამე კლასში, ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია-ქართული-ხელოვნება), სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, მუსიკალური კომპოზიცია. კვირეულში ჩაერთვნენ ესთეტიკის, უცხო ენის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ხელოვნების, სპორტის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, დაწყებითი კლასების კათედრები.
ვერტყვიჭალის სკოლას 14 მაისს ვესტუმრეთ. მესამე კლასელებმა მასწავლებელ ლეილა ბარბაქაძესთან ერთად ბუქის გამოყენებით საინტერესოდ იმსჯელეს გამოგონებების შესახებ. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა მათემატიკაში (მასწავლებელი დოდო ლილუაშვილი).
საყოველთაო მოწონება დაიმსახურა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისგან წარმოდგენილმა მუსიკალურმა კომპოზიციამ „ეს ჩვენი საქართველოა“ (მასწავლებლები ლ. ბარბაქაძე, მ. ტაბატაძე). პატარებმა დახვეწილად, გემოვნებით და ლამაზი შესრულებით გვიამბეს საქართველოს ხუთი კუთხის – იმერეთის, ქართლის, კახეთის, გურიისა და რაჭის შესახებ.
მასწავლებელ გულნაზი აბრამაშვილის დახმარებით შეასრულეს სიმღერები. წაიკითხეს ცნობილ პოეტთა ლექსები თითოეული კუთხის შესახებ, გადმოგვცეს იუმორით შეზავებული ხალხური გამონათქვამები.
კვირეულის ერთი დღე მოიწონეს და მაღალ დონეზე შეაფასეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა მუნიციპალიტეტში.
დღის ბოლოს სკოლის დირექტორმა 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელ ზაირა ხაჩიძეს დიპლომები გადასცა.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).