

2022 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 20 195 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში 26 681 ადამიანი გარდაიცვალა. 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება -6486 კაცით განისაზღვრა.
იმერეთის რეგიონში ამ პერიოდში 4 514 ადამიანი გარდაიცვალა, 1 854 კი დაიბადა. საქართველოში ბუნებრივი მატების ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელი -1960 – იმერეთში დაფიქსირდა.
ერთადერთი რეგიონი საქართველოში, სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელია აჭარაა – აქ დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რიცხვს 480-ით გადააჭარბა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 11 376 წყვილი დაქორწინდა, ხოლო 6 629 განქორწინდა.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას