

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, არსენ ბერაძის სახელობის ტურნირი იგეგმება ქართულ ჭიდაობაში.
ეს ტურნირი 18 სექტემბერს არსენ ბერაძის მშობლიურ სოფელ ხიდარში გაიმართება.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რეზო შერგელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ტურნირის ინიციატორია ხიდარში მერის წარმომადგენელი გიგი დოლიკაშვილი.
ტურნირის მიზანი აფხაზეთში დაღუპული გმირის სახელის უკვდავყოფა, ახალგაზრდებში ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, პერსპექტიული მოჭიდავეების გამოვლენა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.
ქართული ჭიდაობის ამ ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ 2003-2013 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოჭიდავეებს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე – 577 67 13 59; 593 34 45 69.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას