
მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ
2022 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კითხვაზე – „თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე თუ დაფიქრდებით, 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ?“, – 45%-ის პასუხი ნაკლები ფინანსური შესაძლებლობაა.
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მხოლოდ მოსახლეობის 4% აფასებს, მოქალაქეების ნახევარზე მეტი(55%) თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდ დღეშია.
სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა.
დღეს, 16 სექტემბერს ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ეს ანგარიში 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
ამავე თემაზე
გამოკითხული მოსახლეობის 75% ევროკავშირში, 69% ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად