

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ ორგანიზაციებze ხელისუფლების წარმომადგნელთა მხრიდან თავდასხმების გამო შეშფოთებულია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებაში ნათქვამია:
– მმართველი პარტიის წევრებმა მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას, – ნათქვამია განცხადებაში.
ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის. აუცილებელია პარალელების გავლება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, როდესაც გარკვეული სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.
ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ამგვარი მტრული დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს კიდევ უფრო აფერხებს, რაც თავის მხრივ მეტად უზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
მედიის ინსტიტუტი;
საფარი;
უფლებები საქართველო;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
ალტერნატივა ჯორჯია;
ჩართულობის და განვითარების ცენტრი;
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS);
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი;
ადამიანის უფლბებების ადვოკატირების და დემორკატიის ფონდი;
ღია საზოგადოება – საქართველო;
მოძრაობა „სირცხვილია“;
ქალთა ფონდი საქართველოში;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
სოლიდარობის თემი;
მედიის განვითარების ფონდი;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ვრცლად მიმართვის ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში