

ხარაგაულიდან სოფელ ზვარემდე მგზავრთა ტრანსოსპორტირების თანადაფინანსებისთვის თვითმმართველობამ ტენდერი 13 სექტემბერს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული მგზავრებს კვირაში სამი დღე, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს უნდა მოემსახუროს.
ხარაგაულიდან ზვარის მიმართულებით ტრანსპორტი დილით 08:00 საათზე უნდა გავიდეს, ხოლო ზვარიდან მიკროატობუსი უკან 14:00 საათზე დაბრუნდება.
მგზავრობის ღირებულება ასეთია: ხარაგაულიდან საღანძილესა და დიდვაკემდე – 50 თეთრი; ხარაგაულიდან სადგურ მარელისამდე – 60 თეთრი; ხარაგაულიდან ვახანის წყლამდე – 70 თეთრი; ხარაგაულიდან ბაბამდე – 80 თეთრი; ხარაგაულიდან მოლითამდე -1 ლარი; ხარაგაულიდან ზვარემდე – 1.5 ლარი.
ტენდერში გამარჯვებული მეწარმე მგზავრებს არანაკლებ 12 ადგილიანი მიკროავტობუსით 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით უნდა მოემსახუროს.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში