სახელისუფლებო პარტია 2024 წლის არჩევნებში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ საუბრობს.
კერძოდ, მათი თქმით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.
ამ საკითხს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ელექტრონული არჩევნები” ბევრ რამეს შეიძლება მოიცავდეს, – ამბობს ლევან ცუცქირიძე, – ტექნოლოგიის გამოყენება დემოკრატიული პროცესისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ სათანადო სტრატეგიის, შესაბამისი მომზადებისა და საერთო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, მას მრავალი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს.
მაგალითისთვის: ჩვენთან ნდობა არის მნიშვნელოვანი პრობლემა. დიდია უნდობლობა ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ასევე ძლიერია თანამედროვე ტექნოლოგიების შიში. ქვეყანაში, სადაც ხალხი პირადობის მოწმობას იმიტომ არ იღებდა, რომ სამი ექვსიანი არ ჩაიწეროს შიგნით, ან „ჩიპი“ არ ჩამიდგანო, აუცილებელია ასეთ რეფორმას კარგი კომუნიკაცია ახლდეს.
გარდა ამისა, საჭიროა ტექნიკური ტრენინგი და სათანადო მზადება. წინა არჩევნებზე ჩვეულებრივი ვიდეო კამერის ჩართვას (ხმის დათვლის პროცესის გადასაღებად), საათებს ანდომებდა ზოგი საარჩევნო უბანი; ტექნიკური პრობლემების გამო, შედეგების გამოქვეყნების დაგვიანებამ, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის საფუძველი შექმნას.
წარმოიდგინეთ, ჩვენს პოსტ-საარჩევნო დღეებში, როცა მთელი ქვეყანა დუღს, უცებ რაიმე ტექნიკური პრობლემის გამო, შედეგები ვერ ქვეყნდება ან მონაცემები ირევა. ამ რისკების დაზღვევა აუცილებელი პასუხისმგებლობაა.
ელექტრონული არჩევნები (რასაც არ უნდა გულისხმობდეს ოცნების ეს ინიციატივა), შესაძლოა, იყოს პოზიტიური რეფორმა. მაგრამ, ასევე შესაძლოა, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის მკვეთრად გაზრდაც გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია, ყველა ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი იყოს ასეთი რეფორმის თანამონაწილე და თანაავტორი.
მათი ყველას მოტივი ახალი სისტემის წარმატება და არა მისთვის ძირის გამოთხრა უნდა იყოს. მხოლოდ ასე შევძლებთ ასეთი სახიფათო რისკები თავიდან ავირიდოთ. რამდენად შესაძლებელია ეს, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, არ ვიცი, ეჭვი მეპარება“.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში