

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდვითარების გაუარესებას არ ელოდებიან.
მისი თქმით, ამჟამინდელი ეპიდვითარება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყოს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 14 სექტემბრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი არც ერთი სკოლისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – თუმცა, სიფრთხილე საჭიროა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისთანავე ტესტის გაკეთება აუცილებელია.
განათლების სამინისტროდან, ჯერჯერობით, არ მიგვიღია რეკომენდაცია სკოლებში რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ყველას წარმატებულ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, პირველიდან 14 სექტემბრამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 50 შემთხვევა გამოვლინდა. 14 სექტემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 20 აქტიური შემთხვევაა. თვითიზოლაციაში 13 პირი იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 14 სექტემბრამდე ამ ვირუსის 5675 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5606 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში