

ხვალ, 12 სექტემბერს, 09:00 საათიდან, სარებილიტაციო სამუშაოების გამო, დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტა იგეგმება.
ამ ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს და მოგვიწოდებს, რომ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, – გაზის დანადგარები და ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიქონიოთ.
ბუნებრივი აირის მოწოდების აღდგენა, სავარაუდოდ, 13 სექტემბრის 13:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
„წინასწარ არ ვიცით, რა სიმძიმის დაზიანება დაგვხვდება, რა მასალები დაგვჭირდება და რა იქნება მოსაძიებელი, – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ლევან აბაშიძე, – ბუნებრივ აირს 12 სექტემბერს დილის 9:00 საათიდან ამორთავთ. თუმცა, მაგისტრალში გაზი უცბად არ გამოილევა.
ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად და სწრაფად ვიმუშაოთ. თუმცა, ვეჭვობ, რომ დაზიანების აღდგენა მაგისტრალში გაზის გამოლევამდე შევძლოთ. ბუნებრივი აირის მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ“, – ამბობს ლევან აბაშიძე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!