

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ამ საკითხთთან დაკავშირებით მოქალაქეები „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ხშირად მოგვმართავენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრებს ატარებს. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, კონსულტაციას გაუწევენ და slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრები ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან უკვე გაიმართა ჭიათურაში, საჩხერესა და ტყიბულში.
ხარაგაულში შეხვედრა 15 სექტემბერს 11:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერში გაიმართება.
ზესტაფონში კი ამავე დღეს 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დ. ხარაგაულში, ბაზალეთსა და ბორითშია დაგეგმილი. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგს გაეცანით აქ.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში